ქუთაისის "ტორპედო" რთულ სიტუაციაშია. გუნდში ფინანსური კრიზისია. კლუბი ოფიციალურად დატოვა განელმა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა.მიზეზი რთული ფინანსური ვითარებაა.
მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის და ფეხბურთელების განცხადებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რა შეიძლება მოხდეს კლუბში დადებითი კუთხით და განაგრძობს თუ არა "ტორპედო" კვლავ არსებობას. ქუთაისური გუნდი 4 ივლისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში თბილისის "საბურთალოს" უნდა დაუპირისპირდეს. ფეხბურთელების გადაწყვეტილებით, ისინი არ გავლენ სათამაშოდ და კლუბი მეორე გუნდის სპორტსმენებით იასპარეზებს.
მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით,თუ სიტუაცია არ გამოსწორდა,ისინი ფეხბურთელების შეინარჩუნებას ვეღარ შეძლებენ და "ტორპედო" დაშლის საფრთხის წინაშე დადგება.
