ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, რომელიც პროექტის მხრდამჭერია. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელიას თქმით, დღეიდან სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონ 300 ათასი ლარია, კომპლექსის გახსნა მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.პროექტის მიხედვით, ქუთაისში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების, 50მ სიგრძისა და 25მ სიგანის საცურაო აუზი.