დასრულდა იმერეთის თასის გათამაშება კრივში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელიც ორი დღის განმავლობაში ქუთასის აკაკი კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სკოლაში მიმდინარეობდა. ტურნირში იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა ქალაქისა და რაიონის 60 მოკრივე მონაწილეობდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით, ა(ა)იპ ქუთაისის საპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა, იმერეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ და კრივის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
გუნდური შედეგების მიხედვით იმერეთის თასის მფლობელი ქუთაისის მოკრივეთა გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ტყიბულის ნაკრები გავიდა, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი ჭიათურის გუნდი გახდა.
იმერეთის თასის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება იმერეთის ნაკრები გუნდი, რომელიც გაივლის შეკრებას და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში.
გამარჯვებულები:
2007–08 წწ.
ლუკა ხვედელიძე (34–36კგ. ჭიათურა), იოანე ხვისტანი (40კგ.ქუთაისი), მიხეილ ხანთაძე (48კგ. ქუთაისი), ლუარსაბ ბოჭორიშვილი (50კგ.ტყიბული), ვიტალი ტყეშელაშვილი (54 კგ. ქუთაისი), ლუკა ილურიძე (57კგ. ტყიბული), დავით მხეცაძე (66კგ. ქუთაისი), ზურაბ ობოლაძე (80კგ. ტყიბული)
2005–06 წწ.
ნიკოლოზ კილაძე (46კგ.ქუთაისი), გიორგი მახათაძე (48კგ. ქუთაისი), იაგო ვაჩეიშვილი (50კგ.ქუთაისი), გიორგი ლეთოდიანი (52კგ. ქუთაისი), ირაკლი ტყემელაძე (52კგ. ჭიათურა), ნიკოლოზ კაციტაძე (60კგ. I ჭიათურა), გიორგი ცუცქირიძე (60 კგ. II ქუთაისი), დავით მიქაუტაძე (63. ქუთაისი), გიორგი კუჭავა (66კგ. წყალტუბო)