მიხეილ აშვეთიამ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო.
ის გუნდში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ასევე 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად.
,,ტორპედო" ქუთაისის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ტორპედოს მწვრთნელმა გადადგომის გადაწყვეტილება ბოლო წაგებული მატჩის შემდეგ მიიღო, საქართველოს დავით ყიფიანის სახ.თასის მე-16 -ედ ფინალში ქუთაისის ,,ტორპედო,, მარტვილის ,,მერანთან,, პენალტების სერიაში დამარცხდა.