კრივში საქართველოს პირველობა ქ. ბათუმში. 25-28 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრებებში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:
პირველი ადგილი 66კგ.წონით კატეგორიაში დემეტრე მიქაუტაძემ აიღო.( მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე) ასევე პირველ ადგილზე გავიდა თემურ ქართველიშვილი 80კგ.წონით კატეგორიაში. ( მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე)
მე-2 ადგილის მფლობელი გახდნენ საბა ერემეიშვილი 54კგ. წონით კატეგორიაში. ( მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა) და დავით მიქაუტაძე 57 კგ.წონით კატეგორიაში ( მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე)
მე-3 ადგილზე კი გიორგი ლეთოდიანი გავიდა 50 კგ.წონით კატეგორიაში . ( მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია)
პირველ ადგილზ გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ქ. ბათუმში გაიმართება.