ტადიციული ტურნირის ფინალური მატჩი ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მშობლიურ ქალაქში გაიმართა, სადაც "ქუთაისმა" თბილისის "ვერე" დამაჯერებლად დაამარცხა , ანგარიშით 88 : 67 და საკანდელიძე- ქორქიას სახელობის თასს დაეუფლა.
ფინალურ მატჩს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
საუკეთესო ფორვარდად ქუთაისელი ილია ლონდარიძე დასახელდა,რომელიც ქუთაისის მერმა დააჯილდოვა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ქუთაისელთა რიგებიდან დეჟუან რაითი გახდა.
საკანდელიძე- ქორქიას სახელობის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება და წელს მე-16-ედ გაიმართა.