დღეს ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.
დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ოყო. ის იყო პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.