1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.
საქართველოში 9 მაისი უქმე დღედაა გამოცხადებული და ეწოდება ფაშიზმზე გამარჯვების დღე.