გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ "აი, ფაქტი" საგამოძიებო ფილმი-"ეროვნული მარცხი" მოამზადა. ფილმი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაუსრულებელ და უხარისხოდ ჩატარებულ რეაბილიტაციას ეხება.
ფილმის ჩვენება ქუთაისში 15 აპრილს გაიმართება.
"აი, ფაქტი" გელათის რეაბილიტაციის ამბავს 2020 წლიდან აშუქებს. ჩვენ დეტალურად გიყვებოდით როგორც საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებზე, ისე სამუშაოების დროს გამოვლენილ გულგრილობაზე. ახლა კი ქრონოლოგიურად მოგიყვებით, როგორ იქცა ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია შეუსრულებელ მისიად და ვის ეწირება დავით აღმაშენებლის საქართველოს სიმბოლო.
გელოდებით 15 აპრილს, 18:00 საათზე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის N81-ში ( "წიგნების თაობის" ოფისი). დასწრება თავისუფალია.
ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია და "აი, ფაქტის" ჟურნალისტები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.,,-წერია ფილმის ჩვენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.