,,ჰესი კლავს მდინარეს-გადავარჩინოთ სულორი,,-ამ მოწოდებით ხვალ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია გაიმართება.მოსახლეობა და აქტივისტები მდინარე სულორზე 4,8 მეგავატის მოცულობის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
,,შაბათს, 12 აპრილს ვიკრიბებით თბილისი მოლთან ,დილის 9 საათზე.გაითვალისწინეთ , 9 საათზე უნდა დავიძრათ,შესაბამისად 10-15 წუთით ადრე უნდა მივიდეთ ყველანი ადგილზე.
ქუთაისიდან წამომსვლელები შემოგვიერთდებიან ვარციხეში ,ვანიდან წამომსვლელები კი შემოგვიერთდება ვანის ცენტრში და ერთად ავალთ სულორში.
13:00 საათზე კი სულორის ცენტრში გელოდებით ყველას,ვისაც გულთან მიაქვს ეს პრობლემა.,,-წერია აქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.