ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გახსნა და ყვავილებით შეამკო.მემორიალი ბაღდათის საკათედრო ტაძრის ეზოში განთავსდა.
36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაუდგენელი შემადგენლობის მხუთავი აირით მოიწამლა.
მოგვიანებით,2 წლის შემდეგ ,1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.