მდინარე რიონში დაღუპული ავთანდილ ბოდოკიას ცხედარს ოჯახი ისევ ეძებს.
,,მოწყალების სახით, ოჯახისგან 10,000 ლარი გადაეცემა ადამიანს, ვინც ავთანდილის დაკარგულ ცხედარს მდ. რიონში გვაპოვნინებს.
ცხედარი შუა ბაშიდან ფოთამდე, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს: ნაპირებზე, წყლის ზედაპირზე, მდინარის კუნძულებთან და ა.შ
მდინარეში საეჭვო სხეულის შემჩნევის შემთხვევაში (ცხედარი 36-ე დღეა წყალშია) გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ პოლიციას და ოჯახს: 598228060
(პასუხისმგებელი გარდაცვლილის ძმა ტარასი ბოდიკია),,-აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს.