თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციაზე მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან არიან შეკრებილები,მათ შორის არიან ქუთაისიდან.
" აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მოვალედ ვთვლი თავს იმათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის. ვდგავარ იმიტომ ,რომ ჩემი ქვეყანა იყოს ევროპის ღირსეული წევრი. ჩვენ ევროპა ვართ მთელი არსით და ჩვენი ადგილი იქაა."-განაცხადა "აქტორთან" სამოქალაქო აქტივისტმა,ჟურნალისტმა ქეთი დეისაძემ.