დღეს10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სადგურ საჯავახოში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, სს „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილია სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს განხორციელდება დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა
სამუშაოების წარმოების პერიოდში, გზის სავალი ნაწილი დროებითი ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს