პროექტი " ნაბიჯ -ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" , იმერეთის რეგიონში 2017 წლიდან ხორციელდება Hilfsverk Austria International-ის , იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა" და "მეწარმე ქალთა ფონდის " მიერ.
პროექტის მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაცია და რესოციალიზაცია წარმოადგენდა მათი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის, საციცოცხლო უნარების სწავლება გაძლიერებისა და პროფესიული განათლების მიღების გზით.
პროექტი მრავალ კომპონენტიანი იყო და გულისხმობდა ასევე წარმატებული ბენეფიციარი პირების პროფესიული მიმართულებებით სტაჟირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას, მატერიალური მხარდაჭერის პროგრამასა და მენტორობის პროგრამას. ეს უკანასკნელი-მენტორობის პროგრამა, პროექტის" ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" უმნიშვნელოვანეს სეგმენტს წარმოადგენდა.