80 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.
გოგი ქავთარაძე მონაწილეობდა 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი .
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.