ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება.
რეაბილიტაციის გეგმა 2025-2027 წლებს მოიცავს
პროექტის მიხედვით დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.