"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"წევრმა დღეს გელათში ბრიფინგი გამართა.მან ჟურნალისტებს ის ადილი უჩვენა,სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა და რომელიც ახლა მიწით არის ამოვსებული.გიგა შუშანიას თქმით,ისტორიული არტეფაქტები ხელისუფლებამ მუზეუმში ფინანსების არქონის გამო ვერ გადაიტანა.
"ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვდგავართ გელათში, მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილია უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები . ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მუზეუმში გადაეტანა,თანხა ვერ მოიძიეს ბიუჯეტიდან, გადაფარეს ე.წ ტენტით და ამოავსეს მიწით .რამოდენიმე დღის წინ ქალბატონი წულუკიანი იმყოფებოდა ქუთაისში და ერთხელაც არ ამოსულა გელათის პრობლემის გასაცნობად.სწორედ წულუკიანის დაცვის ექსკორტის ერთი თვის ხარჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ეს არტეფაქტები დღეს იყოს მუზეუმში და არა მიწისქვეშ.ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ისტორიული ძეგლების, კულტურისა და ისტორიის წინაშე."-განცხადა გიგა შუშანიამ.