ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა, მათ შორის 1 955ანტიგენით და 2 814 PCR -ით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 16, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.გარდაიცვალა 41 ადამიანი.
5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,იმერეთში - 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, აქედან იმერეთში - 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან იმერეთში - 57.
1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 94 - იმერეთში.
6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი, აქედან იმერეთში - 13.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი, მათ შორის იმერეთში - 4 326.