თერჯოლის კლინიკის დირექტორს დღეს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა.დავით სარიშვილი ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს.
თერჯოლის კლინიკაში ამ დროისთვის 95 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მათ შორის 2 ბავშვია, არასრულწლოვნების მდგომარეობა მსუბუქად ფასდება. რენიმაციაში 18 პაციენტია, აქედან კრიტიკულად მძიმეა და აპარატზეა შეერთებული 7ადამიანი. ,,თერჯოლამედში,, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის კლინიკაში 4 თავისუფალი ადგილია.