ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, აქედან იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან იმერეთში - 63.
1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 123 - იმერეთში.
14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია489 ადამიანი , იმერეთში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის იმერეთში - 6 088.