ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კოვიდპაციენტებისთვის 42 საწოლია გამოყოფილი - აქედან 24 მოზრდილებისთვის , 8 ბავშვებისთვის, ხოლო რენიმაციულ განყოფილებაში 10 საწოლია .ამ დროისთვის რენიმაციაში მძიმე მდგომარეობის,კრიტიკული პაციენტები მკურნალობენ. 3 დეკემბრიდან დღემდე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკიდან უკვე გაეწერა 3 არასრულწლოვანი.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრს, რომელიც 287 საწოლზეა გათვლილი , ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი სამი დეკემბერს მიენიჭა.