ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ,,ქსენონი,, ამ დროისთვის მკურნალობას 64 პაციენტი გადის. პაციენტების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.რაც შეეხება ასაკს, ყველაზე ხანდაზმული 88 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. იმ პაციენტების უმეტესობას, რომლებიც საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობენ, სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აქვს.
