ქუთაისში კორონავირუსული ინფექციით მედიკოსი გარდაიცვალა.მას თანმხლები დაავადებები ქონდა.
,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში" 71 წლის პაციენტი 19 ნოემბერს , მძიმე მდგომარეობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით , გართულებული პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა. მას ჰქონდა უმძიმესი თანმხლები დაავადებები: ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი c, ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, ასციტი, ანემია. მკურნალობას გადიოდა რეანიმაციის დეპარტამენტში. 27 ნოემბერს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.-,,აცხადებენ კლინიკაში.