“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს კორონავირუსით ინფიცირებული 5 ჩვილი გადის. ჩვილებიდან ყველაზე მცირე ასაკის 7 დღის, ხოლო ყველაზე უფროსი ერთი თვის არის. ინფიცირებული ჩვილების ნაწილი კლინიკაში საცხოვრებელი სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან შეიყვანეს. ამ დროისათვის პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. კოვიდცენტრში მიიღეს ახალი პაციენტებიც- 93 და 95 წლის მამაკაცები , რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისათვის კლინიკაში 129 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება. საერთო ჯამში კი ვირუსი 400-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.