ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ,,ქსენონი,,101 წლის მოხუცის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის,მაგდა კოსტავას ინფორმაციით,მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უახლოეს პერიოდში გაწერენ.
,,ქსენონი,,კოვიდდადებით პაციენტებს 19 სექტემბრიდან იღებს.ამჟამად კლინიკაში 61 ადამიანი მკურნალობს.მათ შორის ყველაზე პატარა თვენახევრის ჩვილია,ხოლო ყველაზე ხანდაზმული 101 წლის ქალბატონი .
19 სექტემბრიდან დღემდე საეკლესიო საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა.