ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ. კლინიკაში სულ კოვიდ 19-ის დიაგნოზით 81ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. ინფექციური დღეს ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე განმარტებით, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.