ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ არის გარდაცვალების 1 051 შემთხვევა .
6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, აქედან იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, იმერეთში - 41.
262პაციენტი იმერეთში კოვიდსასტუმროშია მოთავსებული. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243.