ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მუნიციპალიტეტში 1550 ადამიანის ტესტირება განხორციელდა,აქედან 388 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით,ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულების კონტაქტებია და ახალი კლასტერები არ იკვეთება.ზვიად შალამბერიძის თქმით,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ამ დროისთვის იმერეთის კლინიკებს აქვთ საშუალება ერთდროულად 900 პაციენტს უმკურნალონ.კარანტინშია 120 ადამიანი.იზოლაციაში 4 000,ხოლო კოვიდ სასტუმროებში 140.