კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან,თბილისში გამოვლინდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათში 20 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 273 პაციენტი დაიღუპა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 ადამიანი.