"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას ! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის ქუჩებში. პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები ( სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი) რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ ,, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისიდან გადაიტანა. ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი , მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს 31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.მოძრაობის წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.