,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაცია ოთარ კახიძემ თავად გაავრცელა.ის მკურნალობის კურსს ქუთაისში გადის და თვითიზოლაციაში იმყოფება.
,,ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.,,-წერია განცხადებაში, რომელიც ოთარ კახიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.