კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ საწოლფონდის რაოდენობა იმერეთში 45-ით გაიზარდა.ინფორმაცია მედიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდა.ზვიად შალამბერიძის თქმით, გაიზარდა კოვიდსასტუმროების და ცხელების ცენტრების რაოდენობაც.ამ ეტაპზე 600 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს,ხოლო 400-მდე კოვიდსასტუმროებში.მუნიციპალიტეტის მასშტაბით იზოლაციაშია 4000-მდე ადამიანი.
იმერეთში დღეს კორონავირუსის 258 შემთხვევა დადასტურდა.