ბოლო 24 საათში მხოლოდ ქუთაისში კორონავირუსის 188 შემთხვევა დაფიქსირდა.სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1790 ადამიანი გამოიკვლიეს,აქედან დადებითია 232.სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში აცხადებს,რომ ახალი შემთხვევები იმატებს,თუმცა უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.ზვიად შალამბერიძის თქმით,საჭიროების მიხედვით იგეგმება კოვიდსასტუმროების დამატებაც.ამ დროისთვის გუბერნატორი რეგიონის ჩაკეტვას გამორიცხავს.,,შეზღუდვებზე ჯერ არ ვფიქრობთ,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლინიკებში მკურნალობს 517 ადამიანი,200 იმყოფება კოვიდსასტუმროებში,3000 იზოლაციაში და 144 კარანტინში.