ბოლო 24 საათში იმერეთში 1459 ადამიანი გაიტესტა,აქედან ვირუსის 104 შემთხვევა დადასტურდა.104-დან 68 ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა.
,,სიტუაცია საყურადღებოა,მაგრამ არ არის საგანგაშო,იქედან გამომდინარე,რომ ვაკონტროლებთ მდგომარეობას,ვიცით კონტაქტები.შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულის კონტაქტებია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში .
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.ვირუსი დაუდასტურდათ მოსწავლეებს და პედაგოგებს.ჯამში არის 18 სკოლა,სადაც ვირუსის შემთხვევები დადასტურდა.
იმერეთის მასშტაბით კლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს.200-მდე კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი,ხოლო იზოლაციაშია 2800 ადამიანი .