კორონავირუსის 523 შემთხვევიდან იმერეთში 117 შემთხვევა დადასტურდა.თბილისში 194, აჭარაში 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამი, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა -თიანეთში 1 .
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6327-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა , მათ შორის ერთი ქუთაისში. გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.