ხმაური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. 24 წლის სალომე გვასალიას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადნაშაულებს.ახალგაზრდა ქალი სენაკში ხიდან გადმოვარდა, ხერხემლის დაზიანებით კი ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გოგონას ოპერაციის დროს, ნახევარი საათით გული გაუჩედა, ახლა კი ტვინია შეშუპებული. პაციენტის ოჯახის წევრებს მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. ოჯახი ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია დაშვებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსის , მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ოპერაცია, ხოლო რამ გამოიწვია გულის გაჩერება , ექსპერტიზა დაადგენს.