ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობას 65 პაციენტი გადის. 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოს სამი ინფიცირებული დაემატა , ასევე 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კორონავირისზე საეჭვო სიმპტომებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ სამი და გავწერეთ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კლინიკაში გვყავს 65 პაციენტი, ორი კრიტიკული და 7 სტაბილურად მძიმე. ამ დროისთვის, თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. ველოდებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 131-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.