ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი ადგილების არარსებობაა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან 13 ბავშვია.
,,კრიტიკულად მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო მძიმეა 9-ის მდგომარეობა, აქედან 2 მძიმე პაციენტი დღეს დაგვემატა. გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი, ხოლო ერთი უსიმპტომო კარანტინი გადავიდა.ხვალაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას,,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.