ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ააიპის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.ადამაძის თქმით ,ახალ კლასტერზე საუბარი არ არის და ინფიცირებული უკვე არსებულ ერთ-ერთ კლასტერს მიეკუთნება.ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა.
,, აღნიშნულ თანმშრომელს, რომელსაც კოვიდ 19-ი დაუდასტურდა, შეხება არ ქონია მერიის არც ერთ თანამშრომელთან.შესაბამისად, მერიის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციას არ საჭიროებს,, აცხადებს ადამაძე.
პეტრე ადამაძის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამშრომლების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაუდასტურდა.