კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში. პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. თერჯოლაში გარდაცვლილი ქალბატონი 88 წლის ასაკის იყო.
კორონავირუსის დადასტურებული 508 ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.
გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230-ს შეადგენს.