ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღესვე კლინიკას 3 პაციენტი დაემატა.მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან.საავადმყოფოში მძიმეა 8 ადამიანის მდგომარეობა, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.