ქუთაისში "ჰოსპიტალსერვისში" კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ,ტარიელ კუხიანიძის იფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა."მას ქონდა ფილტვევის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსორებულ პალატაში, თაგიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო . დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტოტებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო, მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში"-აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.