კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 63 იმერეთში დაფიქსირდა.ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარაშია 370 შემთხვევა , თბილისში - 65, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28, ქვემო ქართლში - 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთში - 4 და კახეთში .
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118 შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ სასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ია.
ინფიცირებული პაციენტებიდან 43 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის, 41 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 9 არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი.
ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა .ჯამში დაღუპულია 50 პაციენტი .