კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 11 იმერეთში დადასტურდა.
აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 , გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1.
35 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 33 მართვით სუნთქვაზეა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს.
რაც შეეხება გარდაცვლილებს,კიდევ 2 პაციენტი დაიღუპა და მათი რაოდენობა 48-ს შეადგენს.