ახალ კორონავირუსულ ინფექციას ორი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტები, რომლებიც კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებების მატარებლები იყვნენ, მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდნენ.პაციენტებ იმერეთიდან და აჭარიდან იყვნენ.
78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.
რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა. პაციენტები საავადმყოფოში იდადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შემოიყვანეს.
“ ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.