ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 96 იმერეთში დაფიქსირდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია - 241 , თბილისში-62 ა, სამეგრელო ზემო-სვანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2, იმპორტირებულია 6 შემთხვევა.
24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. 81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.
კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3419-ს შეადგენს.