მეთხუთმეტე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის, ელისო ჯიბლაძის განცხადებით, დაინფიცირებულს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ქონია და სასწავლო დაწესებულებაში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.გადადების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
,,გუშინ დაუდასტურდა ერთ-ერთ პედაგოგს ვირუსი. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი, დაინფიცირდა ოჯახის წევრისაგან, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ დაწესებულებაში. გარკვეულია დღე, როდესაც მას ქონდა კონტაქტი ოჯახის წევრთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო იზოლირებული, არანაირი შეხება სკოლის არც ერთ თანამშრომელთან, მოსწავლეებთან ან მშობლებთან არ ქონია,,-განაცხადა ელისო ჯიბლაძემ.