დღეს კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 5552 გახდა.
თითქმის 3500-მდე პაციენტიდან ამჟამად კრიტიკულია 25 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა.
აჭარაშია 175 ახალი შემთხვევაა და რეგიონი კვლავ ლიდერია.შემდეგ ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, სადაც 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში მხოლოდ 7%-ია, 32 ახალი შემთხვევით. გურიაში - 16 , სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში 7 და კახეთში -4.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს,ვირუსი ბოლო 24 საათში 148 ადამიანმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში 3 ადამიანი გარდაიცვალა.ორი აჭარაში,ერთი თბილისში.