პირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება.
მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:
* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება
* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;
* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან
* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;
* 0,4 % - სისხლის გადასხმა
* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.
საქართელოში მოქმედებს აივ ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებისა და შიდსის სამკურნალო მედიკამენტების სრულ დაფინანსებას.